საბურთალოს, მთაწმინდის, დიდუბის, ნაძალადევისა და გლდანის რაიონების ნაწილს დღეს ელექტროენერგია გაეთიშა.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, სარემონტო სამუშაოების გამო, ენერგომომარაგება 14 საათამდე, საბურთალოს რაიონში პეტრიწის და დიმიტრი თავდადებულის ქუჩების აბონენტებს არ მიეწოდებათ.
16 საათამდე კი, ელექტროენერგია მთაწმინდის რაიონში რუსთაველის გამზირს, აბაშიძის და თაბუკაშვილის ქუჩებს გაეთიშა.
ქვესადგურში "დიდუბე" სარემონტო სამუშაოების გამო, 17 საათამდე, დიდუბის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვა წერეთლის გამზირის ნაწილს, ხოშარაულის, ვანის, ბაქრაძის, კერესელიძის, სტანისლავსკის, სამტრედიის, აგლაძის და მიმდებარე ქუჩებს დაუწესდა.
ქვესადგურში "ავშნიანი" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, შუქი 18 საათამდე გლდანის მასივის ა მიკრორაიონის, ვეკუას და ქერჩის ქუჩებს გაეთიშა.
ქვესადგურში "ღრმაღელე" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგია 15 საათამდე ნაძალადევის რაიონში ბეჟანიშვილის, ცოტნე დადიანის, ღოღობერიძის, ქსოვრელის, გვაზაურის და ბენდელიანის ქუჩებსაც შეეზღუდა.
