ინვალიდ ქალთა და ინვალიდი ბავშვების დედათა ასოციაცია "დეას" პროექტის - "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და ადვოკატირება“ პრეზენტაცია ხვალ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში"გაიმართება.
პროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას და რეალიზაციას, მათ სოციალურ ინტეგრაციას, ხელსაყრელი სამართლებრივი და სოციალური გარემოს შექმნას და ამ საქმეში აქტიური და ქმედითი მონაწილეობისთვის ფართო საზოგადოების ინფორმირებასა და მზაობას ითვალისწინებს.
პრეზენტაციაზე პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის "განათლება და დასაქმება – გზა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციისკენ" წარმოადგენენ.
