„ხოდორკოვსკის“ სპეცჩვენება „ამირანში“ გაიმართება
„ხოდორკოვსკის“ სპეცჩვენება „ამირანში“ გაიმართება
19:30 04.04.2012
კინოთეატრ „ამირანში“ ხვალ 61-ე ბერლინალეს სენსაციადქცეული დოკუმენტური ფილმის - „ხოდორკოვსკის“ სპეციალური ჩვენება გაიმართება.
კირილ ტუშის გახმაურებულ ფილმში რუსი ბიზნესმენის მიხეილ ხოდორკოვსკის ისტორიაა ასახული - როგორ გახდა ის რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, შემდეგ კი, ყველაზე ცნობილი პატიმარი.
„ხოდორკოვსკი“ პირველად 2011 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს.
ჩვენებას ფილმის რეჟისორი - კირილ ტუში, პროდიუსერი - სიმონე ბაუმანი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დაესწრებიან.

ბეჭდვა