ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის შედეგები გამოქვეყნდა
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის შედეგები გამოქვეყნდა
18:04 04.04.2012
გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის შედეგები გამოქვეყნდა.

როგორც „ნიუსპრესს“ გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, აბიტურიენტებს შეუძლიათ ნახონ, თუ რამდენი განაცხადია შესული მათთვის საინტერესო საგანმანათლებლო პროგრამაზე.

მონაცემებში ასახულია განაცხადებების ჯამური რაოდენობა და ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენმა აბიტურიენტმა მიუთითა კონკრეტული პროგრამა პირველ, მეორე თუ მეოცე არჩევანის სახით.

„გარდა ამისა, ყველა აბიტურიენტს შეუძლია ნახოს განაცხადის საბოლოო ვერსია. ამისთვის, აბიტურიენტი ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებულ სისტემაში პირადი ნომრისა და რეგისტრაციისას გამოყენებული პაროლის მეშვეობით უნდა შევიდეს“ - აცახდებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

გამოცდებისთვის რეგისტრაცია და განაცხადებში ცვლილებების შეტანა 23 მარტს შეწყდა.

2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41 ათასამდე აბიტურიენტია რეგისტრირებული.

ბეჭდვა