საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ ინტერნეტგამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 84,3% მიიჩნევს, რომ
ზურაბ ჭიაბერაშვილის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ჯანდაცვის სისტემაში ვითარება არ შეიცვლება.
კითხვაზე - შეიცვლება თუ არა ჯანდაცვის სისტემაში რეალურად ვითარება ზურაბ ჭიაბერაშვილის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, გამოკითხულთა 7,8%-ს პასუხის გაცემა უჭირს. ასევე, 7,8% მიიჩნევს, რომ ახალი მინისტრის მოსვლა სისტემის მუშაობაზე დადებით გავლენას მოახდენს.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა ანდრია ურუშაძე შეცვალა.
გამოკითხვა 27 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით ჩატარდა.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესის" შემდეგი გამოკითხვის თემა იქნება - მიგაჩნიათ თუ არა საქართველოსთვის სახიფათოდ რუსეთის მიერ შემოდგომაზე დაგეგმილი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა „კავკასია 2012“?
