თემქის დასახლების ნაწილს ხვალ ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისიდან“ აცნობეს, გაზმომარაგება ხვალ 11:00 საათიდან თემქის დასახლების III, IV და XI მიკრორაიონების მოსახლეობასა და მიმდებარე ობიექტებს არ ექნება.
კომპანიის ცნობით, გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი ნაძალადევის რაიონში საშუალო წნევის გაზსადენის გადალაგების სამუშაოებია.
მოსახლეობას გაზმომარაგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად, დღის ბოლომდე აღუდგება.
