თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი შეუწყდა
თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი შეუწყდა
11:35 04.04.2012
თბილისის ნაწილს დღეს დილიდან წყალი არ მიეწოდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, კერძო სექტორში მიმდინარე გამრიცხველიანების გამო, წყალმომარაგება გლდანი-ნაძალადევის რაიონში ბარალეთის ქუჩას, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში 9 ძმის, მამრაძის, ხუდადოვის, თევდორე მღვდლის, გორის, წყალტუბოს, ნინო ჩხეიძის, ურიცკისა და ტყეკულტურის ქუჩებს შეუწყდათ.
წყალი, ასევე არ მიეწოდება ისანი-სამგორის რაიონში ბოგდან ხმელნიცკის ქუჩას.
აღნიშნულ აბონენტებს წყალმომარაგება 20:00 საათიდან აღუდგებათ.


ბეჭდვა