წიგნის მაღაზიების კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს გაიმართება
წიგნის მაღაზიების კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს გაიმართება
10:20 04.04.2012
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ (IBR) მიერ ჩატარებული „წიგნის მაღაზიების კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.
,,ილიაუნი ბიზნეს რევიუმ” კვლევა ქსელურ წიგნის მაღაზიებში - „ბიბლუსი“, „ლატერნა“, „ლიგამუსი“, „პარნასი“ და „წიგნის სახლი“ ჩაატარა.
როგორც „ნიუსპრესს“ ილიას უნივერსიტეტიდან აცნობეს, კვლევის მიზანი საქართველოს ბაზარზე წიგნის მაღაზიებს შორის ერთსა და იმავე წიგნებზე ფასების დადგენა და ანალიზი იყო.
„ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ ინფორმაციით, თბილისში მოქმედ ცნობილ წიგნის მაღაზიებში გამოსაკვლევად 20 დასახელების წიგნი განისაზღვრა. კვლევაში ფიქსირებული ფასები მომხმარებლებისთვის დახლზე შეთავაზებული ფასების შესაბამისად დადგინდა.
მიღებული შედეგების საფუძველზე „ილიაუნი ბიზნეს რევიუმ“ დაადგინა, რომელი მაღაზია აწვდის მომხმარებელს წიგნებს ყველაზე იაფად.

ბეჭდვა