თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტროენერგია გაეთიშა.
როგორც „ნუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, 16.00 საათამდე მთაწმინდის რაიონში რუსთაველის გამზირის ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდა.
შუქი ლიბანის, ჩიქვანაიას, ბიჭვინთის, ვარდევანიძის, ყუშიტაშვილის, ბაღნარის, ჭრებალოს და მიმდებარე ქუჩებს 17 საათამდე არ მიეწოდებათ.
ელექტროენერგია 18.00 საათამდე სოფელ ოქროყანას, ლერმონტოვის, ჩაიკოვსკის, ამაღლების, ტაბიძის, ასათიანის, ქიქოძის, ლეონიძის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშა.
ქვესადგურში „ღრმაღელე“ სარემონტო სამუშაოების გამო, 15 საათამდე, შუქი გურამიშვილის გამზირის და გვაზაურის ქუჩის აბონენტებს შეეზღუდა.
სარემონტო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება 18:00 საათამდე კაჭარავას, ჯანჯღავას, ანდრონიკაშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, სარაჯიშვილის, ქერჩის, ჭედიას და ხევძმარის ქუჩებს გაეთიშათ.
