"ენერგო-პრო ჯორჯიამ" ინდივიდუალური გამრიცხველიანება კიდევ 3 სოფელში დაასრულა.
კერძოდ, ევროსტანდარტების შესაბამისი მრიცხველები დაუმონტაჟდა კასპის რაიონის სოფელ სამთავისის 267 აბონენტს, ბაღდათის რაიონის სოფლში წითელხევის 1119 აბონენტს და თერჯოლის რაიონის სოფელში ღვანკითის 675 აბონენტს.
საერთო ჯამში 2 061 აბონენტი გამრიცხველიანდა. აღნიშნული პროექტის ინვესტიციამ 618 300 ლარი შეადგინა.
გამრიცხველიანებასთან ერთად აქტიურად მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოებიც, რომლებიც მოიცავდა ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც მთლიანად შეიცვალა ამორტიზებული კაბელები ახალი სადენებით, ძველი ხის ბოძები – ახალი რკინაბეტონის ბოძებით, გარემონტდა სატრანსფორმატორო პუნქტები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქსელის ინფრასტრუქტურა.
კომპანია გამრიცხველიანების სამუშაოების წარმოებას განაგრძობს და 2013 წლისთვის მთელი საქართველო გამრიცხველიანებული იქნება.
