თსუ-ში ესტონეთის უნივერსიტეტები საინფორმაციო სესიას ჩაატარებენ
თსუ-ში ესტონეთის უნივერსიტეტები საინფორმაციო სესიას ჩაატარებენ
10:08 03.04.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ესტონეთის უნივერსიტეტები საინფორმაციო სესიას - "ისწავლე ესტონეთში" ჩაატარებენ.
როგორც "ნიუსპრესს" თსუ-დან აცნობეს, სესიაზე სტუდენტურ ფილმებს, ფოტო გამოფენებს, ღია ლექციებს, სემინარებს წარმოადგენენ, რომელიც ესტონეთში სწავლის პერსპექტივას ასახავს.
ღონისძიების მონაწილეებს თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და ესტონეთის ელჩი საქართველოში ტომას ლუკი მიესალმებიან.
გახსნის ცერემონიის შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში ესტონეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ვორქშოფებს გამართავენ.

ბეჭდვა