თბილისის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
თბილისის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
09:56 03.04.2012
მთაწმინდა-კრწანისისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონების ნაწილს რამდენიმე საათით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, სარემონტო სამუშაოების გამო, ელექტროენერგია 18.00 საათამდე მთაწმინდა-კრწანისის რაიონში ნიაღვრის, კოტეტიშვილის, ყიფიანის, ბესიკის, ფურცელაძის, მანჯგალაძისა და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება. 16.00 საათამდე კი - შუქი მთაწმინდის რაიონში თავისუფლების მოედანს, მაჩაბლისა და მიმდებარე ქუჩების აბონენტებს გაეთიშა.
ენერგომომარაგების შეზღუდვა 17.00 საათამდე ჯანჯღავას, სარაჯიშვილის, წერეთლის, ლიბანის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩებსაც ეხება.


ბეჭდვა