თბილისის ნაწილს ხვალ ელექტროენერგია არ მიეწოდება
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტროენერგია არ მიეწოდება
18:19 02.04.2012
მთაწმინდა-კრწანისისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონების ნაწილს ხვალ რამდენიმე საათით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, სარემონტო სამუშაოების გამო, ელექტროენერგია 9.00 საათიდან 18.00 საათამდე მთაწმინდა-კრწანისის რაიონში ნიაღვრის, კოტეტიშვილის, ყიფიანის, ბესიკის, ფურცელაძის, მანჯგალაძისა და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
ელექტროენერგია 10-დან 16.00 საათამდე მთაწმინდის რაიონში თავისუფლების მოედანს, მაჩაბლისა და მიმდებარე ქუჩების აბონენტებს გაეთიშებათ.
ენერგომომარაგების შეზღუდვა 10-დან 17.00 საათამდე ჯანჯღავას, სარაჯიშვილის, წერეთლის, ლიბანის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩებსაც შეეხება.

ბეჭდვა