საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში დღეიდან სასწავლო პროცესი განახლდა.
დიდთოვლობისა და ყინვის გამო, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა სკოლაში სწავლის პროცესი 8 თებერვლიდან იყო შეჩერებული.
გაცდენილი საათები შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება.
