ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ ესტონეთის უნივერსიტეტები საინფორმაციო სესიას "ისწავლე ესტონეთში" ჩაატარებენ.
როგორც "ნიუსპრესს" თსუ-დან აცნობეს, სესიაზე სტუდენტურ ფილმებს, ფოტოგამოფენებს, ღია ლექციებს, სემინარებს წარმოადგენენ, რომელიც ესტონეთში სწავლის პერსპექტივას ასახავს.
ღონისძიების მონაწილეებს თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და ესტონეთის ელჩი საქართველოში ტომას ლუკი მიესალმებიან.
გახსნის ცერემონიის შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში ესტონეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ვორქშოფებს გამართავენ.
