დედაქალაქის წყალმომარაგებაში შეფერხებები არ არის
დედაქალაქის წყალმომარაგებაში შეფერხებები არ არის
10:42 13.02.2012
ძლიერი ყინვის მიუხედავად დედაქალის მოსახლეობას წყალი შეუფერხებლად მიეწოდება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, დედაქალაქის წლით მომარაგება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით, ზამთრისთვის მზადება რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. წყლის მილები დათბუნულია და მათი დაზიანება ყინვის გამო მოსალოდნელი არ არის.
მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების შეწყვეტა მხოლოდ დაზიანების შემთხვევაშია შესაძლებელი.

ბეჭდვა