საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
10:35 13.02.2012
უამინდობის მიუხედავად საქართველოს საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
როგორც "ნიუსპრესს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ამ დროისთვის ცენტრალურ მაგისტრალებზე ავტოტრანსპორტით გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესებული არ არის.
უღელტეხილეზე გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი, თუმცა, ძლიერი ყინვის გადაადგილება რეკომენდებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
შესაბამისი ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს და გზები ინტენსიურად იწმინდება.

ბეჭდვა