პირველკლასელთა ონლაინრეგისტრაცია დაიწყო
პირველკლასელთა ონლაინრეგისტრაცია დაიწყო
11:15 02.04.2012
2012-2013 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა ონლაინრეგისტრაცია დაიწყო.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს პირველად, რეგისტრაცია მხოლოდ  ინტერნეტით განხორციელდება.
რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება და 17 ივნისს დასრულდება.
პირველი ეტაპი 2-17 აპრილს ჩატარდება და რეგისტრაცია იმ სკოლებში იქნება შესაძლებელი, სადაც მომავალი მოსწავლის და-ძმა სწავლობს ან მისი მშობლები მუშაობენ. დანარჩენ პირველკლასელთა რეგისტრაცია 17 აპრილიდან 17 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.
დასარეგისტრირებლად მშობელს მხოლოდ პირადი მონაცემის შევსება დასჭირდება. შესაძლებელია მხოლოდ ერთი სკოლის არჩევა. დადასტურების შემდეგ მშობელმა სკოლაში საბუთები უნდა წარადგინოს.
მშობლებს, რომლებსაც ინტერნეტთან ხელი არ მიუწვდებათ, შეუძლიათ დასარეგისტრირებლად თავიანთი რაიონის რესურსცენტრს მიმართონ.
ონლაინ რეგისტრაცია მხოლოდ საჯარო სკოლებზე ვრცელდება. კერძო სკოლები პირველკლასელთა მიღებას ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე ახორციელებენ.
პირველკლასელთა სკოლაში მიღების წესი 2011 წლიდან შეიცვალა და კონკრეტული ვადები დადგინდა. წელს, ცვლილება პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში შევიდა.

ბეჭდვა