მანდატურები სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს ეწვივნენ
მანდატურები სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს ეწვივნენ
11:03 02.04.2012
ქუთაისის მანდატურებმა და "ლიბერთი ბანკის" წარმომადგენლებმა სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელები მოინახულეს.
მათ მოზარდებს სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა სტუმრებისთვის ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.
განათლების სამინისტროს ცნობით, მსგავსი ღონისძიებების მიზანი სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლბელების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა.

ბეჭდვა