დედაქალაქში CO-თი ინტოქსიკაციის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა.
როგორც „ნიუსპრესს“ რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს, ბებია და ორი - 4 და 6 წლის
შვილიშვილი მოწამვლის შედეგად, კლინიკაში გვიან ღამით მოათავსეს.
მედიკოსების თქმით, შესაბამისი სამედიცინო ჩარევის შედეგად პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ისინი კლინიკიდან დღეს გამთენიისას გაწერეს.
თბილისში გაზით მოწამვლის შედეგად მოქალაქეთა კლინიკაში გადაყვანის წელს ეს 13-ე შემთხვევაა. ინტოქსიკაციის შედეგად 4 მოქალაქე გარდაიცვალა.
