სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მასწავლებელთა რეგისტრაცია დაიწყო
სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მასწავლებელთა რეგისტრაცია დაიწყო
10:20 13.02.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სასერტიფიკაციო გამოცდებზე გამსვლელი მასწავლებლებისთვის რეგისტრაცია დაიწყო.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პედაგოგთა რეგისტრაცია 23 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
გამოცდებზე დარეგისტრირების შესაძლებლობა ყველა საგნის პედაგოგს აქვს. დარეგისტრირება შეუძლია უკვე სერტიფიცირებულ პედაგოგსაც, რომელსაც სურვილი აქვს კომპიუტერისა და ინგლისურის ინტერგრირებული გამოცდა ჩააბაროს. წელს პირველად, გამოცდებზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებულ პედაგოგებსაც. ისინი გამოცდას ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში ჩააბარებენ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ხელფასი 75 ლარით გაეზრდებათ. დამატებით ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში კი - 200 ლარით. ისინი, ვინც ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო 25% - ში მოხვდებიან, მათი ხელფასი 1000 ლარს მიაღწევს.

ბეჭდვა