სოლიდარობის აქციის მონაწილე ჟურნალისტმა ია ანთაძემ აქციაზე განათლების ხელმისაწვდომობის მოთხოვნა დააყენა.
როგორც ანთაძემ „ნიუსპრესთან“ საუბრისას განაცხადა, ვაკის პარკთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, განათლების ხარისხი გააპროტესტა.
მისი თქმით, დღეიდან ქვეყანაში სოლიდარობისთვის მზადება დაიწყო. მისივე თქმით, თბილისისა და ქუთაისის აქციები მოქალაქეთა ერთიანობაში გადაიზრდება.
,,ჯერჯერობით წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე საუბარი ნაადრევია. ჯერ მხოლოდ ვიწყებთ იმის გაცნობიერებას თუ რა გარემოში ვიმყოფებით. ასევე ვიწყებთ ფიქრს იმაზე თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ეს გარემო“ - განაცხადა ანთაძემ.
მანვე განმარტა, რომ საქართველოში მოსახლეობის მდგომარეობა მაშინ გაუმჯობესდება როდესაც ამისთვის ისინი მზად იქნებიან. დღევანდელი აქცია კი, მზადყოფნის გამოხატვის დასაწყისია.
