საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია დღეს მრგვალ ბაღთან კამპანიაში „ეს შენ გეხება“ გაერთიანებულმა ორგანიზაციების წარმომადგნლებმა გამართეს.
აქციის მონაწილეებმა მრგვალ ბაღს თეთრი ბურთებით ხელში წრე შემოარტყეს და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. გარდა ამისა, მათ პოლიტიკური ნიშნით დევნა გააპროტესტეს და მოქალაქეებს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდეს.
კამპანიის წარმომადგენლების გარდა, მრგვალ ბაღთან აქციას სხვადასხვა ცნობილი ადამიანები და მოქალაქეები შეუერთდნენ.
აქციას ესწრებოდა ასევე „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია და დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი.
