გარემოს დაცვის მოთხოვნით, სოლიდარობის კამპანიის ფარგლებში მარჯანიშვილის მოედანზე გამართულ აქციაზე 200-მდე მონაწილე შეიკრიბა.
ტრანსპარანტებითა და შესაბამისი ლოზუგნებით ორგანიზატორები და მონაწილეები გარემოს დაცვასა და მასთან დაკავშირებული საკითხებისა და პრობლემების ფართოდ წარმოჩენას ითხოვენ.
ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა გიგანტური ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შეჩერებაა.
მარჯანიშვილის მოედანზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივაა“. ისინი ამ წუთებში გუდიაშვილის მოედნისკენ მიემართებიან, სადაც სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის ფარგლებში თბილისის ექვს სხვადასხვა მოედანზე გამართული აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
