სოხუმში 10 თვიანი ტყვეობის შემდეგ გათავისუფლებულმა ქართველმა მეზღვაურებმა ენგურის ხიდი რამდენიმე წუთის წინ გადმოლახეს.
მათ ადგილზე ოჯახის წევრებთნ ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და თურქეთში საქართველოს კონსული ზურაბ პატარაძე დახვდნენ.
სოხუმში 4 ქართველი მეზღაური თითქმის 4 წელი იყო დაკავებული. თურქული ხომალდი რომელზეც ისინი იმყოფებოდნენ, სტამბოლიდან ფოთის მიმართულებით გადადგილდებოდა 2011 წლის მაისში ოჩამჩირის პორტში გაურკვეველ ვითარებაში შევიდა.
