კანადაში ჩაძირულ გემზე გარდაცვლილი ქართველის ვინაობა დადგენილია
კანადაში ჩაძირულ გემზე გარდაცვლილი ქართველის ვინაობა დადგენილია
14:43 31.03.2012
კანადაში ჩაძირულ გემზე გარდაცვლილი ქართველი 43 წლის თენგიზ მოწონელიძეა. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილის ოჯახის წევრები ადასტურებენ.
კანადაში ჩაძირულ გემ „ტაბასკოსთან“ დაკავშირებით კანადის პოლიცია გამოძიებას აწარმოებს. მათი ინფორმაციით, გემზე 8 ქართველი, ასევე, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
გემმა კატასტროფა პროვინცია "ახალი შოტლანდიის“ ნაპირებთან, ამინდის გაუარესების გამო განიცადა. მაშველებმა გემზე მყოფი 6 მოქალაქე გადაარჩინეს, თუმცა, მოგვიანებით, მათგან ერთი დაიღუპა.

ბეჭდვა