ჩარლზ დიკენსის 200 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა
ჩარლზ დიკენსის 200 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა
14:23 31.03.2012
ჩარლზ დიკენსის 200 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია - „შექსპირიდან დიკენსამდე“ დღეს მასწავლებლის სახლში გაიხსნა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციას - ცნობილი ბრიტანელი ლინგვისტები, გამომცემლობა მაკმილანის ექსპერტები ლუკ პროდრომო და დეივიდ გიბსონი ესწრებიან.
ბრიტანელმა ექსპერტებმა შექსპირისა და დიკენსის შემოქმედებაზე მოხსენებები წარმოადგინეს. ისაუბრეს ინგლისური ენის განვითარებასა და სასწავლო პროცესში ნაწარმოებების მნიშვნელობაზე.
კონფერენციას ინგლისური ენის მასწავლებლები, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში მოხსენებების, პრეზენტაციებისა და განხილვების გარდა, შექსპირისა და დიკენსის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული პატარა წარმოდგენები გაიმართება. ასევე, მოხდება დიკენსის რამდენიმე რომანის მიხედვით შექმნილი ფილმების ჩვენება.

ბეჭდვა