ჯანდაცვის მინისტრი სოციალური მუშაკების ტრენინგს დაესწრო
ჯანდაცვის მინისტრი სოციალური მუშაკების ტრენინგს დაესწრო
19:17 30.03.2012
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ბაკურიანში სოციალური მუშაკების ტრენინგს დაესწრო.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრი სოციალური მუშაკების საქმიანობის დეტალებით დაინტერესდა და ინფორმაცია მუშაობის პრინციპებსა და მექანიზმებზე მათგან პირადად მოისმინა.
სოციალური მუშაკების სამუშაოს სპეციფიკა ოჯახებში ვიზიტებსა და მათ თითოეულ წევრთან უშუალო კონტაქტს გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, სოციალური მუშაკების გადამზადება, მათი პროფესიული დონისა და კვალიფიკაციის ამაღლება მნიშვნელოვანია.
ტრენინგი თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს სოციალური მუშაკებისთვის, ბავშვზე ზრუნვის რეფორმის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს. მისი მიზანი ბავშვთა სახლებში ბავშვების შესვლის მნიშვნელოვნად შემცირება და მათი ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების მაქსიმალური ხელშეწყობაა.

ბეჭდვა