საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით, რამდენიმე მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
კერძოდ, ასპინძაში, სოფელ ოშორაში მდებარე მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
უძრავი ძეგლის სტატუსი ასევე მიენიჭა - ახალციხეში, სოფელ მუგარეთში მდებარე მეჩეთს, სოფელ ხოსპიოში ფალავანდიშვილების მეჩეთს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ–აჯლოში მდებარე მე–19 საუკუნის მეჩეთს და დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილ–კილისაში მდებარე მეჩეთს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებაში ნათქვამია,რომ საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ამ ობიექტებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ენიჭება.
