თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს წყალმომარაგება შეუწყდა.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, წყალმომარაგება
გლდანი-ნაძალადევის რაიონში ჯავის ქუჩას, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში თევდორე მღვდლის, გორის, აჭარის, სარკინეთის, სამტრედიისა და სამრეკლოს ქუჩებს შეუწყდა.
წყლის მიწოდება ვაკე-საბურთალოს რაიონში უჩანეიშვილის, ლიხაურის ქუჩებსა და წყნეთის გზატკეცილს, ისანი-სამგორის რაიონში კი, მეფრინველეობის დასახლებას შეუწყდა.
აღნიშნულ აბონენტებს წყალმომარაგება 20:00 საათიდან აღუდგებათ.
მეფრინველეობის ქუჩაზე მომხდარი დაზიანების აღდგენის მიზნით კი, 23:00 საათამდე წყალმომარაგება ლილოს დასახლებას შეუწყდა.
