თბილისის ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშება
თბილისის ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშება
19:04 29.03.2012
თბილისში სამგორის, მთაწმინდის, ჩუღურეთის, ნაძალადევისა და გლდანის რაიონების ნაწილს ხვალ ელექტროენერგია გაეთიშება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ელექტროენერგია სარემონტო სამუშაოების გამო 10-დან 17.00 საათამდე ვარკეთილი 3-ის I, II და III ა მიკრორაიონების აბონენტებს გაეთიშებათ.
ელექტროენერგიის მიწოდება 10-დან 11.00 საათამდე მთაწმინდის რაიონში თაბუკაშვილის, ბროსეს, ლაღიძის, ქუთათელაძის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 10-დან 19.00 საათამდე ჩუღურეთის და მთაწმინდის რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება 2-2 საათით შეუწყდება.
შეზღუდვა რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირს, გრიბოედოვის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ვირსალაძის, ბროსეს, ლაღიძის, მარჯანიშვილის, კონსტიტუციის, უზნაძის და მიმდებარე ქუჩებსაც შეეხება.
ელექტროენერგია ნაძალადევის რაიონშიც გაითიშება. კერძოდ, შეზღუდვა 10-დან 15.00 საათამდე ცოტნე დადიანის და გურამიშვილის გამზირებს და ბეჟანიშვილის, წიწამურის, ხვინგიას, ჭყონდიდელის, ზესტაფონის, ილურიძის, ნათაძის, საყვირისა და მიმდებარე ქუჩის აბონენტებს შეეხებათ.
11-დან 17 საათამდე ელექტროენერგია გლდანის რაიონში მუხიანის I, III და IV ბ მიკრორაიონებსაც გაეთიშებათ.

ბეჭდვა