NDI- პიროვნებების ნდობის რეიტინგის შესახებ ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება
NDI- პიროვნებების ნდობის რეიტინგის შესახებ ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება
19:02 29.03.2012
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) რეიტინგების შესახებ მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კვლავ არასწორს უწოდებს.
როგორც NDI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არასწორი ინფორმაცია ერთ-ერთი გაზეთის 29 მარტის გამოშვებაში დაბეჭდილ სტატიაში გავიდა.
განცხადების თანახმად, სტატიაში მოყვანილი ცალკეული პიროვნებების ნდობის რეიტინგის შესახებ ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.
„კვლევაში NDI-ის ცალკეული პერსონების ნდობის ხარისხი არ გაუზომავს, შესაბამისად, გაზეთში გამოქვეყნებული მონაცემები ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს არ ასახავს და არ შეესაბამება რეალობას“- აღნიშნულია განცხადებაში.
საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია 21 მარტს გამართა.
კვლევა - "საზოგადოების განწყობა საქართველოში" 22 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში ჩატარდა. სულ 3 161 რესპონდენტი გამოიკითხა.


ბეჭდვა