ხელვაჩაურის რაიონში მეწყერი ჩამოწვა
ხელვაჩაურის რაიონში მეწყერი ჩამოწვა
13:19 12.02.2012
ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მარადიდში მეწყერი ჩამოწვა.
მეწყერი ერთ-ერთი მაცხოვრებლის სახლთან ჩამოწვა. მას ნგრევა არ მოჰყოლია.
როგორც "ნიუსპრესის" აჭარის ბიურო იტყობინება, საცხოვრებელი სახლი დაზიანებული არ არის , თუმცა სახლის კედელზე ჩამონაშალი მიწაა მომდგარი. დიდთოვლობის გამო, ჯერჯერობით კვლევითი სამუშაოების ჩატარებას გეოლოგები ვერ ახერხებენ. ამ ეტაპზე უკვე გაწმენდილია სახლთან მისასვლელი გზა.
როგორც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თემურ დუმბაძემ "ნიუსპრესთან" საუბარში განაცხადა, თოვლის დადნობისთანავე, გეოლოგები ტერიტორიის უსაფრთხოებას შეამოწმებენ და შესაბამისი გადაწყვეტილება დახმარების შესახებ ამის შემდეგ იქნება მიღებული.
ამჟამად ექვსსულიანი ოჯახი კვლავ იმ შენობაში ცხოვრობს, რომლის სიახლოვესაც მეწყერი ჩამოწვა.
250 კომლიანი სოფელი მარადიდი საზღვრისპირა სოფელია და ის მეწყერსაშიშ ზონად ითვლება.

ბეჭდვა