მაისში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი გაიხსნება
მაისში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი გაიხსნება
18:07 29.03.2012
თბილისში მაისში კომპანია „რედიქსის“ მართვის ქვეშ არსებული სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი „კლუბი 71“ გაიხსნება.

თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის მერიასა და „კლუბ 71“-ს შორის გაფორმდა.

მიმდინარე მშენებლობა თბილისის მერიის საორგანიზაციო სამსახურის უფროსმა ავთანდილ ფავლენიშვილმა და კომპანია „რედიქსის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა პაპაშვილმა დათვალიერეს და თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ობიექტი ოთხსართულიანია, სადაც საცურაო აუზი, სპაცენტრი, სარელაქსაციო სამასაჟე ოთახები, თერმული აბაზანები, საუნები და უახლესი ტრენაჟორებია განთავსებული.

ამასთანავე, სპაცენტრში ბავშვებისთვის გასართობი ზონა, სპორტული მაღაზია, სილამაზის სალონი, ბარი, ლაუნჯი განთავსდება.

„კლუბი 71“-ის პერსონალი მერიის დასაქმების პროგრამის ბაზიდან შეირჩევა და მასში 30 მოქალაქე დასაქმდება.



ბეჭდვა