თბილისში წერეთლის გამზირზე შიდა კვარტალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, დიდუბე–ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა დავით დაღელაშვილმა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე 450 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება. გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.
აღნიშნულ სამუშაოებს საგზაო კომპანია „ელფია“ ახორციელებს, რომელზეც 15 ადამიანია დასაქმებული.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება.
მერიის ინფორმაციით, უახლოესი ორი წლის განმავლობაში, ქალაქის ყველა უბანში შიდა კვარტლური გზების რეაბილიტაცია დაასრულდება.
