დამწვრობის ცენტრში კიდურების მოყინვით გადაყვანილი 75 წლის ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია
დამწვრობის ცენტრში კიდურების მოყინვით გადაყვანილი 75 წლის ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია
11:37 12.02.2012
თბილისის რეფერალური ჰოსპიტლის - დამწვრობის ცენტრის ცნობით, გასულ ღამეს სხეულის მოყინვის ან გადაციების გამო ჰოსპიტალში გამოძახება არ ყოფილა.
წუხელ საქართველოში, მიმდინარე წელს სარეკორდოდ დაბალი ტემპერატურა -18 გრადუსი დაფიქსირდა.
ამჟამად დამწვრობის ცენტრში კიდურების მოყინვის დიაგნოზით 75 წლის ქალბატონი მკურნალობს. როგორც "ნიუსპრესს" დამწვრობის ცენტრიდან აცნობეს, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ბეჭდვა