ქვემო ქართლში ძლიერმა ყინვებმა პრობლებემი შექმნა.
განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა წალკის რაიონში, სადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სოფლებთან მისასვლელ და ცენტრალურ გზებზე გადაადგილება შეზღუდულია.
"ნიუსპრესის" ქვემო ქართლის ბიუროს ინფორმაციით, პრობლებაა აგრეთვე ტიკმატაჟის უღელტეხილზე, სადაც ბოლო ერთი კვირა ავტომანქანების გადაადგილება შეფერხებით ხორციელდება.
წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის რეზო შავლოხაშვილის განცხადებით, რეგიონში ძლიერი ყინვებია რასაც თან ქარი ერთვის, ეს ყოველივე კი დამატებით პრობლემებს ქმნის.
შავლოხაშვილის განცხადებით მობილიზებულია ტექნიკა და შეძლებისდაგვარად მიმდინარეობს გზების თოვლისაგან გაწმენდა.
სინოპტიკოსების მონაცემებით დღეს წალკის მუნიციპალიტეტში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი, ტემპერატურა წალკაში მინუს 12 გრადუსამდე დაეცემა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზებზე შეფერხებები არ არის.
