ათონელის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა
ათონელის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა
10:22 29.03.2012
თბილისში ათონელის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა.

როგორც „ნიუსპრესს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი გვიან ღამით პარკეტის მაღაზიის დამხმარე სათავსოს გაუჩნდა. დაიწვა 15-20 კვ მეტრის ფართი. მსხვერპლი არ არის. ზარალის ოდენობა კი, დგინდება.

ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 6 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ბეჭდვა