შსს-ს არქივსა და ილიას უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდება
შსს-ს არქივსა და ილიას უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდება
10:14 29.03.2012
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
როგორც „ნიუსპრესს“ ილიას უნივერსიტეტიდან აცნობეს, მემორანდუმს ხელს შსს-ს არქივის შენობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგო რატიანი და შსს-ს არქივის დირექტორი დავით აფრასიძე მოაწერენ.
მემორანდუმის მიზანი ერთობლივი გამოცემების და სტუდენტური სტაჟირებების, ასევე, სხვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და არქივის დაქვემდებარებაში არსებული მასალების ერთობლივი კვლევაა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტში, როგორც აკადემიურ პერსონალს, ისე სხვადასხვა პროგრამების დოქტორანტებს, მაგისტრანტებსა და ბაკალავრებს ჩართავს.

ბეჭდვა