საქართველოს მაგისტრალებზე მოძრაობა თავისუფალია
საქართველოს მაგისტრალებზე მოძრაობა თავისუფალია
10:34 12.02.2012
საქართველოს მაგისტრალებზე მოძრაობა შეზღუდული არ არის.
როგორც "ნიუსპრესს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, საქართველოს ყველა მაგისტრალი გაწმენდილია და ავტომობილებით მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება.
სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. მობილიზებულია ტექნიკა, რომ მაგისტრალებზე რაიმე სახის შეფერხება არ მოხდეს - განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ბეჭდვა