"საქართველოში აივ პრევენციის პროექტის" ფარგლებში თბილისის სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებში ჩატარებული
ქცევის ზედამხედველობის კვლევის შედეგები საზოგადოებას ხვალ სასტუმრო "ვერე პალასში" წარედგინება.
კვლევის მიზანი იყო აივ/შიდსთან მიმართებაში ახალგაზრდებში ცოდნის, დამოკიდებულებისა და ქცევის შესახებ ინფორმაციის მოპოვება-შესწავლა.
კვლევამ, რომელშიც თბილისში მცხოვრებმა 2000-მდე (15-დან 24 წლამდე) ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, აჩვენა, რომ აივ/შიდსთან მიმართებაში ახალგაზრდების ცოდნის დონე დაბალია, სჭარბობს აივ პოზიტიური ადამიანების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება.
მამრობითი სქესის რესპონდენტებში სქესობრივი ცხოვრების ადრეულ ასაკში დაწყების ტენდენცია გამოვლინდა, ხოლო სქესობრივად აქტიური ვაჟების თითქმის ნახევარმა აღნიშნა სქესობრივი კონტაქტი კომერციულ სექს-მუშაკთან.
გამოკითხულთა დაახლოებით 18% ყოველდღიურად ეწევა სიგარეტს, თამბაქოს გასინჯვის საშუალო ასაკი 13 წელია, ახლგაზრდების თითქმის 9%-ს გასინჯული აქვს მარიხუანა.
საქართველოს ახალგაზრდებში აივ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი დაბალია. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ნარკოტიკების მოხმარება და სქესობრივი აქტივობა ადრეული ასაკიდან იწყება, ხოლო აივ ინფექციის გადაცემის გზებისა და პრევენციული მეთოდების შესახებ ცოდნის დონე დაბალია.
პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დააფინანსა.
