ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
17:59 28.03.2012
თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ერთი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც "ნიუსპრესს" საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს, მშენებლობაზე დასაქმებული დაახლოებით 60-65 წლის მამაკაცი ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოჰყვა და გარდაიცვალა. მაშველებმა ცხედარი უკვე იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობდა, რომლის დროსაც ერთი მეტრის სიმაღლის მიწა ჩაიშალა.

ბეჭდვა