თბილისის ნაწილს ხვალ ელექტროენერგია გაეთიშება
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტროენერგია გაეთიშება
17:42 28.03.2012
დედაქალაქის ოთხი რაიონის - სამგორის, მთაწმინდის, კრწანისისა და გლდანის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, 10-დან 16 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშება ვარკეთილი 3-ის I და IV მიკრორაიონებს.
10-დან 17.00 საათამდე მუხიანის II მიკრორაიონის, ხოლო 10-დან 16.00 საათამდე გლდანის მასივის III და VI მიკრორაიონების აბონენტები არ მიიღებენ ელექტროენერგიას.
რაც შეეხება მთაწმინდა-კრწანისის რაიონს - 10-დან 16 საათამდე ელექტროენერგია არ მიეწოდება რუსთაველის გამზირს, ასათიანის, ბროსეს, შევჩენკოსა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩის აბონენტებს.

ბეჭდვა