ჩამოშლილი მიწის ქვეშ მაშველები ორ მოქალაქეს ეძებენ
ჩამოშლილი მიწის ქვეშ მაშველები ორ მოქალაქეს ეძებენ
17:35 28.03.2012
თბილისში ლუბლიანას ქუჩაზე, რკინიგზის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიწა ჩამოიშალა.

როგორც „ნიუსპრესს“ საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს, ნანგრევებში სავარაუდოდ, ორი მოქალაქეა მოყოლილი. სამაშველო ბრიგადები მათ ამ წუთებშიც ეძებენ.

ადგილზე, სადაც მიწის ჩამოშლა მოხდა, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა.


ბეჭდვა