შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში მათ აუცილებელ
რესოციალიზაციაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ამ მიმართულებით სახელმწიფო პოზიტიურ ნაბიჯებს უკვე დგამს.
მინისტრის თქმით, ნარკოდამოკიდებულებთან მიდგომაში მნიშვნელოვანია თანადგომა და სოლიდარობა.
ჭიაბერაშვილმა ხაზი გაუსვა პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მნიშვნელობას.
მინისტრის განცხადებით, კანონის მთავარი მიმართულებაა სახელმწიფო თანხები ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციას მოხმარდეს.
