შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, პნევმატურ იარაღთან დაკავშირებით ახლებული მიდგომა ჩამოყალიბდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში შესულ საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, დაწესდება მისი რეგისტრაციის წესი, საფასური, დამტკიცდება კრიტერიუმები სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვებ პნევმატური იარაღისა და აკრძალული იარაღის.
აქამდე, პნევმატურ იარაღთან დაკავშირებით რეგულაციები არ მოქმედებდა.
კანონპროექტით, ასეთ იარაღთან დაკავშირებით ახალი ჯარიმები წესდება. ფიზიკური პირის მიერ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება, პირის 200 ლარით დაჯარიმებას და იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს.
ისეთი პნევმატური იარაღის შეძენა, შენახვა–ტარება, საქართველოში შემოტანა ან გატანა, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში არ დაიშვება, პირის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და იარაღის კონფისკაცის გამოიწვევს.
