"დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა" კანცელარიასთან ბრიფინგს გამართავს
"დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა" კანცელარიასთან ბრიფინგს გამართავს
12:25 28.03.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის" წევრები დღეს მთავრობის კანცელარიასთან ბრიფინგს გამართავენ.

როგორც "ნიუსპრესს" ორგანიზაციიდან აცნობეს, ისინი დევნილთა შემწეობის საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას მოითხოვენ.

"საქართველოში დღეს უმძიმესი სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობაა. ბევრი უმუშევარი და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეა. დევნილების უმრავლესობას არ აქვს სტაბილური სამუშაო ადგილი და მხოლოდ 28 ლარიან დახმარებას იღებს" - განაცხადეს "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობაში".

აღსანიშნავია, რომ დღეისთვის დევნილთა შემწეობა 22-28 ლარია.

ბეჭდვა