სამგორისა და მთაწმინდის რაიონების ნაწილს შუქი გაეთიშა
სამგორისა და მთაწმინდის რაიონების ნაწილს შუქი გაეთიშა
10:25 28.03.2012
სამგორისა და მთაწმინდის რაიონების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდა.
როგორც "ნისუპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, სარემონტო სამუშაოების გამო, 17.00  საათამდე შუქი ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონს, ვარკეთილი 3-ის II და III მიკრორაიონების და ნავთლუღის დასახლების ნაწილს გაეთიშა.

ელექტროენერგიის შეზღუდვა მთაწმინდის რაიონის ნაწილსაც ეხება.

შუქი 14.00 საათამდე ძმები ზუბალაშვილების, შევჩენკოს, ზიჩის და ბესიკის ქუჩების მოსახლეობასაც არ მიეწოდება.

ბეჭდვა