თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება
თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება
10:23 28.03.2012
თბილისის რამდენიმე ქუჩა დღეს წყალს შეზღუდვით მიიღებს.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, გლდანის  რაიონში, "გაზის დასახლების" მიმდებარე ტერიტორიაზე, 1400 მმ-იან მე-7 წყალდენის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, 11:00-დან 29 მარტის 11:00 საათამდე წყალმომარაგება "ცენტროლიტის", "კონიაკის", "გაზისა" და გლდანულას დასახლებებს, ანდრონიკაშვილის, ბიჭვინთის და რევოლუციის ქუჩებს შეუწყდებათ.
წყალმომარაგება თემქის III მ/რაიონს, გლდანის მასივის III, IIIა, V, VI, VII და VIII მ/რაიონებს, "მუხიანის სამხედრო დასახლებასა" და მის მიმდებარე აგარაკებს, სოფლებს - გლდანსა და გიორგიწმინდას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის საპატიმროსაც შეეზღუდებათ.
დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური ბრიგადები დილიდან შეუდგნენ.

ბეჭდვა