თბილისის ნაწილს წყალმომარეგება შეუწყდება
თბილისის ნაწილს წყალმომარეგება შეუწყდება
17:15 27.03.2012
თბილისის რამდენიმე ქუჩა ხვალ წყალს შეზღუდვით მიიღებს.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, გლდანის რაიონში, „გაზის დასახლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 1400 მმ-იან მე-7 წყალდენის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, ხვალ 11:00-დან 29 მარტის 11:00 საათამდე წყალმომარაგება „ცენტროლიტის“, „კონიაკის“, „გაზისა“ და გლდანულას დასახლებებს, ანდრონიკაშვილის, ბიჭვინთის და რევოლუციის ქუჩებს შეუწყდებათ.
წყალმომარაგება თემქის III მ/რაიონს, გლდანის მასივის III, IIIა, V, VI, VII და VIII მ/რაიონებს, „მუხიანის სამხედრო დასახლებასა“ და მის მიმდებარე აგარაკებს, სოფლებს - გლდანსა და გიორგიწმინდას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის საპატიმროსაც შეეზღუდებათ.
დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ტექნიკური ბრიგადები ხვალ დილიდან შეუდგებიან.


ბეჭდვა